მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, „ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში გია კორკოტაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„პირველ არხზე" ყველაზე პოპულარული გადაცემა ქონდა, დიდი ხელფასით და დაფინანსებით, ადგა და ყველაფერი მიატოვა, მიშას არაკაცობა და ქვეყნის ღალატი არ აპატია, წინა ხაზზე დადგა, თავისი და ოჯახის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო ,ხოლო როცა მიშა დამარცხდა არაფერი მოუთხოვია და არც ტელევიზიაში დაუბრუნებია ვინმეს. მაშინ როცა მიშასადმი ოპოზიციონერობის გამო მისი გამომშვები პაიჭაძე იქ დარჩა. შესაძლოა გული დაწყდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. გაიარა წლებმა. სახლში შვილიშვილებს ეფერებოდა, უნდა მოსკოვში ვიტიოკს და თბილისში ჩუნგა-ჩანგას იმღერებდა... რამდენიმე რუსულ სერიალში იღებდნენ, დიდი ხელფასით და დაფინანსებით. ყველაფერი მიატოვა, კვლავ წინა ხაზზე დადგა. არაბებს ე.წ. პლეხანოვს და თბილისს ხელში არ ჩავუგდებო, ქართულ მიწას უცხოელზე არ გავაყიდინებო... საქართველოს მამათმავლებს ხელში ვერ ჩავუგდებო... მტრებს ეკლესიას არ შევაბღალინებო... თავით გადაეშვა ბრძოლაში და „საჩუქრად" ნაპროკურალი-ნაცი გვარამიას შეურაცხყოფა, მასზე და ოჯახზე თავდასხმები და ათასი დაუმსახურებელი ცილისწამება მიიღო... ქართველობის მცველს მამათმავლები ისე დაესიენ ,როგორც დაჭრილ არწივს ყვავები. ამ ქვეყნის ყველა გარყვნილი და მოღალატე გაერთიანდა მის წინააღმდეგ - რომელიმე ყოფილხართ კორკოტას სახლში? მიდით და ნახეთ, ნახეთ როგორ ცხოვრობს პატიოსანი ხალხი ამ ქვეყანაში, ხოლო კედელზე შპალიერს თუ ვერ შეამჩნევთ ეს ავანგარდისტი, კრეატიული დიზაინერის ჩანაფიქრი არ გეგონოთ. რატომ ვწერ ამას? თავად არ ვიცი, უბრალოდ სიმართლის თქმა მომინდა და იმის ჩვენება თუ როგორ არ უნდა მოვეპყრათ იმათ ვინც ჩვენი შვილებისთვის იბრძვის.
P.S. ერთი გამოვიდა აქტიურად კორკოტას წინააღმდეგ, ჩვენს ჯინაზე ლგბტ სამკლაური გაიკეთა და ლამისაა კორკოტას ძელზე გასმა მოითხოვა, არადა მისმა მამამ მთელი ქალაქი შეჭამა (დეტალურად სხვა დროს მოვყვები ფაქტებით) იმდენი ფული იშოვა ქრთამებით, რომ ოფიციალური მილიონერია და კორკოტას სახლის შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში იმათ ვინც სამშობლოსთვის იბრძვის არათუ გვერდით უდგანან არამედ მუდმივად კორტნიან. მეცოდება ჩემი საქართველო!" - წერს ბრეგაძე.