logo_geo
eng_logo
გიორგი ჩითარიშვილი: მახსოვს მიშა რომ მოდიოდა უნივერსიტეტში... გიორგი კვირიკაშვილი- ბრავო!
- +

17 აპრილი. 2016. 22:24


გიორგი ჩითარიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თსუ-ში, სტუდენტებთან ვიზიტს ეხმიანება.


პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში დაცვის გარეშე მივიდა.

„ჩემი შვილების ტოლები არიან, დაცვა რად მინდაო?"- ასე უპასუხა კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ მივიდა იგი დაცვის გარეშე.



„მახსოვს მიშა რომ მოდიოდა უნივერსიტეტში. იკეტებოდა მთელი ვარაზისხევი და მთელი ჭავჭავაძე. გეგეჭკორ-გრიგალაშვილი თითის ქნევით მიყურებდნენ: ჩითარიშვილო, უნივერსიტეტის ეზოში შესვლაც კი არ გაბედო, თორემ დაგიჭერთო.

მახსოვს, როგორ გვდევნიდნენ სტუდენტებს, რომლებსაც „ჩამოწერილი კითხვები" არ გვქონდა და თვითმართველობის სიაში არ ვეწერეთ. მახსოვს აუდიტორიაში ჩაკეტილი ნაცემი სტუდენტები, რომლებიც უბრალოდ წიგნების თარგმნას ითხოვდნენ. მახსოვს, 40-მდე ზონდერი და მეორე კორპუსის წინ მიშას მიერ ახალდაგებულ მწვანესაფარიან ბალახზე „გაგორებული მე" ჩემს მეგობრებთან ერთად.

 

მახსოვს სტუდენტების მიჩუმებული უნივერსიტეტი „არსაიდან ხმა არსით ძახილი". მახსოვს მხოლოდ რამოდენიმე სტუდენტი, რომლებიც ხმას ვიღებდით. ყველაფერმა ჩაიარა, საჭირო იყო რასაც ვაკეთებდით და მივიღეთ შეცვლილი დღევანდელობა. ამბიციად ნუ ჩამითვლით მაგრამ: „უვალი გზა ჩვენგან თელილი მაინც დარჩა" . მეამაყებით ჩემო თანამებრძოლებო. მეამაყება ჩვენი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი- ბრავო!"- წერს ჩითარიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner