logo_geo
eng_logo
შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
- +

9 ნოემბერი. 2017. 12:10



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ნ.გ. სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სადახლოში", ხოლო 1964 წელს დაბადებული ლ.უ. გარდაბნის რაიონში, ვაზიანის დასახლებაში დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ დაკავებულების მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის I და IV ნაწილების „ა" ქვეპუნქტებით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner