logo_geo
eng_logo
ფოთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მოსწავლეებს ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ
- +

9 ნოემბერი. 2017. 12:46



ფოთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. 


პროკურორი მოსწავლეებს ნარკოტიკული დანაშაულის უარყოფით მხარეებზე და დანაშაულის პრევენციაზე ესაუბრა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარკოტიკულ დანაშაულთან და ადმინისტრაციულ გადაცდომებთან დაკავშირებულ  საკანონმდებლო ცვლილებებზე.


ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც პროკურორმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს პასუხები გასცა. 


ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ნარკოტიკული დანაშაულის პრევენცია და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner