logo_geo
eng_logo
უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვია
- +

21 თებერვალი. 2016. 00:15

 

 

უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი 7 წლის ბავშვია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს რაიონის ჯეო-ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე სართანიამ განუცხადა. 



ალექსანდრე სართანიას თქმით, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში სამი დაშავებული გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთი - 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა. 


ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება. ერთი პაციენტის ოპერაცია კი უკვე დასრულდა და იგი თბილისში გადაყვანას საჭიროებს. 


დაშავებულებს კიდურების მოტეხილობები და მუცლის ღრუში დაზიანებები აღენიშნებათ. 


უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსები შეეჯახნენ. 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner