უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი 7 წლის ბავშვია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს რაიონის ჯეო-ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე სართანიამ განუცხადა.
ალექსანდრე სართანიას თქმით, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში სამი დაშავებული გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთი - 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.
ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება. ერთი პაციენტის ოპერაცია კი უკვე დასრულდა და იგი თბილისში გადაყვანას საჭიროებს.
დაშავებულებს კიდურების მოტეხილობები და მუცლის ღრუში დაზიანებები აღენიშნებათ.
უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსები შეეჯახნენ.