logo_geo
eng_logo
საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმირ ვაისი იქნება
- +

9 ნოემბერი. 2017. 15:01



საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმირ ვაისი იქნება.


„გადავწყვიტე და შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში",- განაცხადა ვაისმა.


ვაისს წინა კონტრაქტი ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ამოეწურა.


სფფ-ს წარმომადგენლების განცხადებით, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით დეტალებზე მოგვიანებით, ფედერაციის მხრიდან გაკეთდება განმარტება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner