სამართალდამცავებმა ოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, როყვა ამ წუთებში შესაბამის განყოფილებაში გადაჰყავთ, რათა ინფორმაციის მიღება მოხდეს, თუ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა ის ბოლო ორი დღის განმავლობაში.
შსს-ს განმარტებით, როყვას დაზიანებები არ აღენიშნება და მის ჯანმრთელობასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„ის ჯანმრთელი და უვნებელია", - განაცხადეს შსს-ში.
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის წარმომადგენლის, გიორგი როყვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ თავად აღნიშნული კანდიდატის შტაბმა გაავრცელა. მათი ცნობით, როყვასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.