logo_geo
eng_logo
სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის პირი დამნაშავედ ცნო
- +

9 ნოემბერი. 2017. 19:15


თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ბრალდებულმა ა.გ.-მ ხელის მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა ტრანსგენდერ ს.ო.-ს გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით, რის შედეგადაც ს.ო.-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ა.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner