პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დიდია ჩემი მწუხარება ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო.
ის სწორედ იმ დროს დამიდგა გვერდში, როდესაც ბევრმა ეს ვერ გაბედა, როდესაც თავს იკავებდნენ ჩემი ლექსების დაბეჭდვისაგან ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში, სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანმა აიმაღლა ხმა და ჟურნალი „ცისკრის" აწყობილი ნომერი, შეაჩერებინა, დააშლევინა და ჩემი ლექსები პირველად დედაქალაქში სწორედ მან დაბეჭდა. ყოველთვის ვგრძნობდი მის ღია მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა გაუტეხელობისა და სანიმუშო კაცობისათვის! მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ თქვენი დიდი შემოქმედებისა და ადამიანობისთვის!
მშვიდობით დიდო მამულიშვილო! დიდო ბატონო ჯანსუღ! ღირსეულად გელოდებათ მთაწმინდა!" - წერს ტარიელ ხარხელაური.