logo_geo
eng_logo
ასმათ ტყაბლაძე: თავს ბედნიერად ვთვლი, რადგან დიდი პოეტების თანამედროვე ვარ
- +

9 ნოემბერი. 2017. 20:55



სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.


ჯანსუღ ჩარკვიანის ხსოვნას პატივი მიაგო მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემაც. მსახიობმა „რეპორტიორთან" საუბარში პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

 

„მე თავს ბედნიერად ვთვლი, რადგან დიდი პოეტების თანამედროვე ვარ, ვიცი მათი პოეზია და მქონდა ბედნიერება მომესმინა მათთვის.

 

დღეს დიდ ადამიანს ვაცილებთ. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია.  მაგრამ კარგია, რომ ქვეყანას მისი ლექსები რჩება", - განაცხადა ასმათ ტყაბლაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner