ავტორი ნინი ჩოქური
დღეს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პანაშვიდზე მსახიობი მარინა საღარაძე იმყოფებოდა. მსახიობმა ჯანსუღ ჩარკვიანი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოეტი მათი ოჯახის დიდი ხნის მეგობარი იყო.
„ბატონი ჯანსუღი უდიდესი პოეტი იყო. მე ძალიან დიდი ბედნიერება მერგო წილად, რადგან ის ჩვენი ოჯახის უდიდესი მეგობარი, მამას მეგობარი იყო. ახლა ის მარადისობაში გადავიდა და ალბათ, იქ ერთად არიან.
საქართველო ნამდვილად ბედნიერი ქვეყანაა, რომ ასეთი დიდი პოეტები ჰყავს",-განაცხადა მარინა საღარაძემ.