logo_geo
eng_logo
მარინა საღარაძე: საქართველო ნამდვილად ბედნიერი ქვეყანაა, რომ ასეთი დიდი პოეტები ჰყავს
- +

9 ნოემბერი. 2017. 20:56


 

დღეს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.


პანაშვიდზე მსახიობი მარინა საღარაძე იმყოფებოდა. მსახიობმა ჯანსუღ ჩარკვიანი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოეტი მათი ოჯახის დიდი ხნის მეგობარი იყო.

 

„ბატონი ჯანსუღი უდიდესი პოეტი იყო. მე ძალიან დიდი ბედნიერება მერგო წილად, რადგან ის ჩვენი ოჯახის უდიდესი მეგობარი, მამას მეგობარი იყო. ახლა ის მარადისობაში გადავიდა და ალბათ, იქ ერთად არიან.

საქართველო ნამდვილად ბედნიერი ქვეყანაა, რომ ასეთი დიდი პოეტები ჰყავს",-განაცხადა მარინა საღარაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner