logo_geo
eng_logo
თემურ წიკლაური: მთელ ქვეყანას სტკივა ამ მართალი ადამიანის წასვლა
- +

9 ნოემბერი. 2017. 21:44


 

სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც მომღერალი თემურ წიკლაურიც იმყოფებოდა.

 

წიკლაურმა „რეპორტიორთან" საუბარში მწუხარება გამოთქვა დიდი პოეტის გარდაცვალების გამო.

 

„მთელ ქვეყანას სტკივა ამ მართალი ადამიანის წასვლა. ჩვენ მის არაერთ ლექსზე გვიმღერია, ის ჩვენი, ჩემი და ანსამბლის დიდი მეგობარი იყო.

 

ნათელში იყოს ამ მართალი და უშიშარი კაცის სული", - განაცხადა თემურ წიკლაურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner