ავტორი ნინი ჩოქური
სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე იმყოფებოდა. მან „რეპორტიორთან" საუბარში პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„პირველ რიგში მივუსამძიმრებ მის ოჯახსა და ჩვენს ქვეყანას. ბატონი ჯანსუღი ყველაფერი ერთად იყო ჩემთვის, ის იყო ჩემი ბავშვობა, ჩემი ყმაწვილკაცობა. მე უდიდეს პატივის ვცემდი მას და ჩემს დიდ მეგობრად ვთვლიდი ალბათ, ასეთი ბუმბერაზი ადამიანები აძლიერებენ ერსაც და ქვეყანასაც", - განაცხადა კობალაძემ.