logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა
- +

9 ნოემბერი. 2017. 21:50



საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ  34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე,  ხელი არ მოაწერა.

 

„2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

 

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლე უვადოდ 20 ოქტომბერს გაამწესა. ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერდა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იუსტიციის საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ზეწოლას ახდენენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner