ავტორი ნინი ჩოქური
სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ჯანსუღ ჩარკვიანის ხსოვნას პატივი მიაგო პოეტმა ტარიელ ხარხელაურმაც.
„როცა მიდის პოეტი ამ ქვეყნიდან არ გვიჭირს მასზე საუბარი, მაგრამ ჯანსუღ ჩარკვიანზე გაცილებით იოლია, რადგან ის იყო ადამიანი, რომელსაც სამშობლო სამშობლოსავით უყვარდა, უყვარდა თავისი თანამოძმეები.
როცა ასეთი დიდი პოეტების დროში გვიწევს ცხოვრება მათ ვერ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ისინი წუთისოფლიდან გადიან, მაშინ გადავავლებთ ხოლმე მათ ცხოვრებას თვალს და ვხვდებით, რომ ძალიან ბევრი რამ ვერ შევნიშნეთ მათში", - განაცხადა ხარხელაურმა „რეპორტიორთან" საუბარში.