logo_geo
eng_logo
კახა კალაძე მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას გეგმავს
- +

9 ნოემბერი. 2017. 21:54



უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ, კახა კალაძე მერიაში სავარაუდოდ, მალევე მიიწვევს აუდიტის სამსახურს. ამის შესახებ კალაძემ „ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა. ახლადარჩეული მერის თქმით, თუ აუდიტი შემოწმებისას კანონდარღვევას აღმოაჩენს, დაუსჯელი არავინ დარჩება.


„არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოვიწვიოთ აუდიტის სამსახური, რადგან ვიბარებთ ძალიან სერიოზულ და ძალიან დიდ სტრუქტურას. შესაბამისად, ცუდი არაფერია იმაში, რომ გავიგოთ, სადმე თუ იყო პრობლემები და თუ რამე არის გამოსასწორებელი", - განმარტავს კალაძე.


კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner