logo_geo
eng_logo
თბილისის მერია „სითი პარკს“ სასამართლოში უჩივლებს?!
- +

9 ნოემბერი. 2017. 22:11


 

„თბილისის მერია „სითი პარკს" სასამართლოში უჩივლებს", - ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედს" განუცხადა. თბილისის ახლადარჩეული მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი გზით იდავებს.


„დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად ჩნდება კითხვა - ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? იყო მოსაზრება, რომ ხომ არ გადავუხადოთ 25 მილიონი და გავიდეს. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს კომპანია იქნება უბედნიერესი. თუ არის სამართლებრივი დავის შესაძლებლობა რატომ უნდა გადავიხადოთ ამხელა თანხა?", - აცხადებს კალაძე.


შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ სასამართლოში საქმე „თბილისის მერია „სითი პარკის" წინააღდეგ", კახა კალაძე პასუხობს - „რა თქმა უნდა!".


კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner