logo_geo
eng_logo
გია ჯაფარიძე: ეს არის ის ლამაზი სიკვდილი, რომელსაც მთელი ერი აფასებს
- +

9 ნოემბერი. 2017. 22:22


დიდი ქართველო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდზე მსახიობი გია ჯაფარიძეც იმყოფებოდა.


„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"- თუნდაც ამ საოცარი სიტყვებისთვის იყო ჯანსუღ ჩარკვიანი უდიდესი ადამიანი", - ამ სიტყვებით შეაფასა „რეპორტიორთან" საუბარში გია ჯაფარიძემ ჯანსუღ ჩარკვიანი და მისი ლექსი „ლამაზი სიკვდილი" გაიხსენა.


„მას ჰქონდა ერთი საოცარი ლექსი, რომელსაც კითხულობდა ხოლმე

„როცა დაიწყებს წყარო საუბარს,

მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,

შემოასკდება როცა ალუბალს

მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები,

გავსულდიდდები

და ავენთები მამულს კელაპტრად.

შევდგები ცერზე, როგორც ავაზა,

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

ეს არის ის ლამაზი სიკვდილი, რომელსაც მთელი ერი აფასებს და რომლის უზარმაზარ ნიჭიერებასაც თაყვანს სცემს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner