ავტორი ნინი ჩოქური
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძეც იმყოფებოდა.
გოგი ქავთარაძემ „რეპორტიორთან" ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
„შესანიშნავი პოეტი და მოქალაქე წავიდა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი იმსახურებს, რომ ყოველთვის გვახსოვდეს",- განაცხადა ქავთარაძემ.