ავტორი ნინი ჩოქური
დღეს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდზე თიანეთის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაურიც იმყოფებოდა.
მეჭიაურმა „რეპორტიორთან" პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„ბატონ ჯანსუღთან მეგობრობა მაკავშირებდა. ის იყო უდიდესი პოეტი, რაზეც მისი შემოქმედებაც მეტყველებს. მის შემოქმედება კიდევ ბევრ თაობას გაზრდის და ვიდრე საქართველო იარსებებს, ის დავიწყებას არასდროს მიეცემა", - განაცხადა მეჭიაურმა.