პოეტი საშა გველესიანი მის მეგობარ თემოზე წერს:
„ეს თემოა, ჩემი მეგობარი. ქალაქის დასუფთავებაში მუშაობს. ყოველ დილით მოდის ჩემთან, სამსახურში და ვსაუბრობთ ათას რამეზე. არ სვამს და არასოდეს მოუვა თავში აზრად, ასწიოს ჭიქა და სამშობლოს და ქალაქის სიყვარულზე ისაუბროს ნასვამმა. უბრალოდ თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს.
ეს თემოა, ჩემი მეგობარი, რომელიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე მე."