ავტორი ნინი ჩოქური
დღეს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდზე საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი იმყოფებოდა.
ონიანმა „რეპორტიორთან" საუბარში მწუხარება გამოთქვა პოეტის გარდაცვალების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.
„ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები არასოდეს დაძველდება და მგონია, რომ ის არასოდეს დარჩება წარსულში და ყოველთვის გვემახსოვრება, რადგან მან ისეთი ფუნდამენტური კლასიკა დატოვა, რომლისკენაც ახალგაზრდების თვალი იქნება მიპყრობილი, ისევე, როგორც ილიასკენ გვაქვს დღეს მიპყრობილი თვალები",-განაცხადა გრიშა ონიანმა.