ავტორი ნინი ჩოქური
დღეს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდზე მხატვარი შოთა გლურჯიძეც იმყოფებოდა.
გლურჯიძემ „რეპორტიორთან" საუბარში პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„დღეს, ეს ხალხი აქ შეიკრიბა, რათა გამოეთხოვოს და პატივი მიაგოს ჯანსუღ ჩარკვიანს.
ჩემთვის ის იყო დიდი პიროვნება, პოეტი და მამულიშვილი და ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ მეტ ხანს ვერ იცოცხლა და იღვაწა საქართველოსთვის",-განაცხადა გლურჯიძემ.