ავტორი ნინი ჩოქური
სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილიც იმყოფებოდა.
„რეპორტიორთან" საუბარში, ჯამლეტ ხუხაშვილმა სახალხო პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„ჯანსუღ ჩარკვიანი არის ადამიანი, რომელმაც დახურა მთაწმინდის პანთეონი. ჯანსუღი სახალხო პოეტია, ის იყო ყველაფრით გამორჩეული.
ყოველთვის მიყვარდა ამ სიტყვების თქმა, „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია" - ეს გენიალური ჰიმნი, სწორედ ჯანსუღის მიერ არის შექმნილი, რომელსაც მისი შვილი, მამუკა ჩარკვიანი ასრულებს", - განაცხადა ჯამლეტ ხუხაშვილმა.