ავტორი ნინი ჩოქური
დღეს სამების საკათედრო ტაძარში სახალხო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის პანაშვიდი გაიმართა. პოეტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. პანაშვიდზე იმყოფებოდა მსახიობი მურმან ჯინორია.
ჯინორიამ „რეპორტიორთან" პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„სულ ვამბობდი, რომ ჩვენი სამოციანელებიდან ერთი დარჩა ცოცხალი, სხვა აღარავინ არის და მიხაროდა, რომ ის მაინც გვყავდა და ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და შემართებით იყო. ბევრი კარგი რამ დატოვა და მისი პოეზია ყოველთვის იცოცხლებს", - განაცხადა ჯინორიამ.