logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია ჯანსუღ ჩარკვიანზე: ძალიან დიდი სიახლოვე აკავშირებდა ჩვენს ოჯახებს
- +

10 ნოემბერი. 2017. 01:04



დღეს სამების საკათედრო ტაძარში სახალხო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის პანაშვიდი გაიმართა. პოეტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. პანაშვიდზე იმყოფებოდა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია.

 

„რეპორტიორთან" საუბარში გამსახურდიამ მწუხარება გამოთქვა პოეტის გარდაცვალების გამო.

 

„ჯანსუღ ჩარკვიანი შესანიშნავი ადამიანი იყო, საოცრად მახვილგონიერი, ნიჭიერი და შესანიშნავი ოჯახის მამა.

 

ძალიან დიდი სიახლოვე აკავშირებდა ჩვენს ოჯახებს, ჯერ კიდევ კონსტანტინე გამსახურდიას სიცოცხლისა და მოღვაწეობის წლებიდან", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner