ავტორი ნინი ჩოქური
დღეს სამების საკათედრო ტაძარში სახალხო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის პანაშვიდი გაიმართა. პოეტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. პანაშვიდზე იმყოფებოდა მომღერალი გია ნიკოლაძე.
„რეპორტიორთან" მომღერალმა პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„მიწას ვაბარებთ დიდ მგოსანს, ბუმბერაზ პოეტს... ჯანსუღ ჩარკვიანი არის დიდი ოჯახის შვილი, რომელიც ტოვებს დიდ შთამომავლობას. დიდება მის ხსოვნას და სულს, დღეს ბუნებაც კი ტირის", - განაცხადა გია ნიკოლაძემ.