logo_geo
eng_logo
ვანო პავლიაშვილი: ვიღაცეებმა სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს ჯანსუღ ჩარკვიანს
- +

10 ნოემბერი. 2017. 01:12


 

დღეს სამების საკათედრო ტაძარში სახალხო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის პანაშვიდი გაიმართა. პოეტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. პანაშვიდზე იმყოფებოდა ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი.

 

„რეპორტიორთან" საუბარში პავლიაშვილმა მწუხარება გამოთქვა პოეტის გარდაცვალების გამო.


„ბატონი ჯანსუღი მთელი თავისი ცხოვრება, 86 წლის განმავლობაში, თავისი სამშობლოსათვის ავაზასავით ცერზე შემდგარი იდგა.

 

ხანდახან მგონია, რომ ვიღაცეებმა თავისი სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს ბატონ ჯანსუღს.

 

მგონია, რომ ჯანსუღმა თავისი გარდაცვალებით ერი რაღაცნაირად გააერთიანა და გაამთლიანა, რადგან პანაშვიდებზე ყველა პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანი მოვიდა", - განაცხადა პავლიაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner