logo_geo
eng_logo
„გალერია თბილისის“ უპირატესობები – რომელი ბრენდები და ობიექტები განლაგდება ახალ მრავალფუნქციურ სივრცეში
- +

10 ნოემბერი. 2017. 10:06



ქალაქის ცენტრში, კერძოდ, თავისუფლების მეტროს თავზე, მრავალწლიანი მშენებლობა დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე, კონკრეტულად კი, 30 ნოემბერს, თბილისის ცენტრში სავაჭრო კომპლექსი „გალერია თბილისი" გაიხსნება. მრავალფუნქციური სივრცე 90-ზე მეტ ქართულ თუ უცხოურ ბრენდულ მაღაზიას, კვების ობიექტს, კონოთეატრსა და გასართობ ცენტრს გააერთიანებს. გარდა ამისა, სივრცეში ინტეგრირებულია ორი თეატრი. აღსანიშნავია, რომ ამ ცენტრში წარმოდგენილი H&M, Calvin Klein Jeans და Armani Exchange-ს ცნობილი ბრენდები საქართველოში და რეგიონში პირველად იქნება ხელმისაწვდომი. „გალერია თბილისის" ფუნქციურ უპირატესობებზე მარკეტერი კომპლექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს - ქეთევან ახობაძეს ესაუბრა:

 

- რა არის „გალერია თბილისის" კონკურენტული უპირატესობა სხვა, ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრებთან მიმართებაში?


- „გალერია თბილისის" მთავარი უპერიტესობა არის, რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობა. ეს არის პირველი ასეთი მასშტაბის სავაჭრო სივრცე ქალაქის ცენტრში. ჩვენი სლოგანიც სწორედ ესაა -  „გალერია თბილისი" - ქალაქის გული. „გალერია თბილისში" პირველ მაღაზიას გახსნიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა H&M, Calvin Klein Jeans, Armani Exchange. ასევე წარმოდგენილი იქნებიან Guess, Lagerfeld, Lacoste, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და ა.შ. გარდა ამისა, „გალერია თბილისი" არის ყოველდღიური დანიშნულების ადგილი, ანუ აქ მოსვლა სტუმრებს შეეძლებათ არა მხოლოდ საშოპინგოდ, არამედ გასართობად, წასახემსებლად, სხვადასხვა სერვისის მისაღებად. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც გვექნება ბავშვთა გასართობი ცენტრი,  კინოთეატრი 6 დარბაზით, ბოულინგკლუბი, სერვის ობიექტები - ბანკი, ქიმწმენდა, სალონი. ერთ სართულზე, მთლიანად, განთავსდება სხვადასხვა კვების ობიექტი, როგორც სწრაფი კვების და საკონდიტროს ტიპის, ასევე, ქართული სახაჭაპურე. აღსანიშნავია, რომ ფრანგული საკონდიტრო ქსელი - Delifrance შემოდის ჩვენთან, ასევე, თურქული ბრენდი Mado. „გალერია თბილისის" ძალიან დიდი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენთან ინტეგრირებულია მეტროსადგური თავისუფლების მოდანი და პირდაპირ მეტროდან შეძლებს მოსახლეობა გალერია თბილისში მოხვედრას. სხვა არც ერთ სავაჭრო  ცენტრს არ აქვს ეს უპირატესობა. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში განთავსებულია „თავისუფალი თეატრი" და „გრიბოედოვის თეატრი". ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი მრავალფუნქციური სავაჭრო სივრცე ნამდვილად პირველია საქართველოში.


- კონკრეტულად, რომელი ბრენდები განლაგდება „გალერია თბილისის" სივრცეში?


- კომპლექსში განლაგდება შემდეგი ბრენდების მაღაზიები და ობიექტები: H&M, Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lacoste, Lagerfeld, Trussardi, Guess, Roman, BNG, OVS, New Yorker, Waikiki, Okadi, IKKS, Va Bene, Pull Love, United Colors of Benetton, Yves Rocher, Calzedonia, Studio by Shoes Gallery, Franco Fontana, Precious Craft, Mothercare, Camicissima, Di OGGI, JYSK, Kigili, Roberto Bravo, Lee/Wrangler, Levis, Pandora, Six, Timbeland, Stenders, Delfy, Mavi, Geox, Ecco, SPX, NYX, Rossi, Miniso, Apple premium reseller, Factory, Super Toys, Georgian Desiners Corner, Zoma, Party Deco, Podium Roniko, Kenari, Dots, Avtandil, Delfos, Arttime, Lutecia, ქალთა ბედნიერება, Bukoma+, TBC Bank, Goodwill, New House, Cavea, McDondals, Burger King, KFC, Delifrance, Tashir Pizza, Mado, სახაჭაპურე N1.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner