რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9-სართულიანი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცვი 6-მდე გაიზარდა, 10-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
კორპუსის სხვა სადარბაზოებიდან უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ცნობით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის მილების აფეთქებამ გამოიწვია.