logo_geo
eng_logo
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა მე-6 კორპუსის ბლოკირება შეწყვიტეს
- +

17 აპრილი. 2016. 23:54



"აუდიტორია 115-ის"  წევრები თსუ-ს მე-6 კორპუსის ბლოკირებას ხსნიან.


როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირაკლი კუპრაძემ 2030-ს განუცხადა, პრემიერმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება სტუდენთებთან შეხვედრასა და შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც ოფიციალურ განცხადებად და დაპირებად ჩათვალეს.


"ამიტომ კორპუსის პიკეტირება დასრულდება, რათა ორშაბათიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგეს",-აღნიშნა კუპრაძემ.


ამასთან აქციის მონაწილე სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის შენობაში, აუდიტორია 115-ში იკრიბებიან, რათა შემდეგი სამოქმედო გეგმა დასახონ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner