"აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ს მე-6 კორპუსის ბლოკირებას ხსნიან.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირაკლი კუპრაძემ 2030-ს განუცხადა, პრემიერმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება სტუდენთებთან შეხვედრასა და შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც ოფიციალურ განცხადებად და დაპირებად ჩათვალეს.
"ამიტომ კორპუსის პიკეტირება დასრულდება, რათა ორშაბათიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგეს",-აღნიშნა კუპრაძემ.
ამასთან აქციის მონაწილე სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის შენობაში, აუდიტორია 115-ში იკრიბებიან, რათა შემდეგი სამოქმედო გეგმა დასახონ.