თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით, სტამბოლში 82 ადამიანი დააკავა.
ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლის შვიდ უბანში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.