რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სამიტის კულუარებში შედგება.
მისი თქმით, პროტოკოლის სამსახურები განაგრძობენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების სრულყოფილი შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას.
„პროტოკოლის სამსახურების ხაზით განვაგრძობთ ამ საკითხის განხილვას. გარკვეულობა ამ საკითხში ჯერ არ არის. ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ვიღებთ. ასეა თუ ისე, კულუარებში შეხვედრა შედგება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.