logo_geo
eng_logo
რუსეთში ან ყაზახეთში რადიაციის გაჟონვა მოხდა
- +

10 ნოემბერი. 2017. 12:51



საფრანგეთის ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუტის (IRSN) ცნობით, ევროპის თავზე რადიაციული ღრუბელი შეინიშნება. ექსპერტების განცხადებით, ეს შესაძლოა რომელიმე რადიაციული ან ატომური სადგურიდან გაჟონვის შედეგი იყოს.


ექსპერტების ვარაუდით, გაჟონვა შესაძლოა რუსეთის ან ყაზახეთის ტერიტორიაზე მოხდა.


„ამ დროისთვის ადამიანების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მაგრამ გაჟონვის დროს აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში", - ამბობენ ინსტიტუტის წარმომადგენლები.


მეცნიერების ვარაუდით, რადიაციული ღრუბელი ურალის მთების სამხრეთშია წარმოქმნილი. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია რუსეთში მსგავსი ინციდენტის თაობაზე.


ოქტომბერში გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალურმა უწყებამ (Bundesamt für Strahlenschutz, BfS) ჰაერში რადიაქტიული ნივთიერებების მატება დააფიქსირა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner