logo_geo
eng_logo
დეკემბრიდან სოფელ აწყურს განახლებული კულტურის სახლი ექნება
- +

10 ნოემბერი. 2017. 13:34



რეგიონებში კულტურის სახლების განახლება აქტიურად გრძელდება. კიდევ ერთი კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია სრულდება ახალციხის მუნიციპალიტეტში. სოფელ აწყურის მოსახლეობას მალე განახლებული ცენტრი მოემსახურება. 


სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.


პროექტის ფარგლებში, შეიცვალა კარ-ფანჯრები, გაკეთდა ელექტრო გაყვანილობა, სველი წერტილები და მოეწყობა შიდა ინტერიერი ასევე,  მოხდება შენობის მიმდებარე პარკის და სპორტული მოედნის მოწყობა.


შენობა 1970 წელს აშენდა და მას შემდეგ  ცენტრის რეაბილიტაცია არ მომხდარა. შენობა ავარიული იყო და გადაუდებელ აღდგენას საჭიროებდა. ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახელოვნებო და სპორტული ჯგუფი.


სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner