logo_geo
eng_logo
დავით კვინიკაძე: გონიოში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახისგან 39 000 დოლარის თაღლითურად მითვისებას ცდილობდნენ
- +

10 ნოემბერი. 2017. 14:10



გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის თანხის გამოძალვის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის პროკურორის დავით კვინიკაძის განცხადებით, ბრალდებულები მონაწილეობდნენ თაღლითობაში ჯგუფურად და დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებისგან ცდილობდნენ 39 000 აშშ დოლარის თაღლითურად მითვისებას.


„ბრალდების მტკიცებულებით აშკარაა, რომ საქმე გვაქვს თაღლითობის მცდელობასთან და საქმეში დამნაშავეა სამივე ბრალდებული პირი. ამჟამად მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების. ესენი არის როგორც სატელეფონო მიყურადება, ასევე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა. მტკიცებულები არსებობს როგორც ჯამბულ შეყილაძის, ასევე ბრალდებულების - ბოლქვაძისა და ხიდურელის მიმართ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულები დაღუპულის ოჯახის წევრებს უგზავნიდნენ წერილებს, რათა მიეღოთ დაღუპული სამხდროებისგან 39 000 აშშ დოლარი", - განაცხადა პროკურორმა.


გონიოში, ზღვაში წვრთნების დროს ორი სამხედრო მოსამსახურე შარშან აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი სამხედროს ოჯახს სამკაციანი ჯგუფი გაუჩინარებული ჯარისკაცის სახელით წერილებს უგზავნიდა და მისგან თანხას ითხოვდა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner