„ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს რომ ის ეცემა. საოცარი ის არის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის. საკვირველი ის კი არ არის, რომ ადამიანი ეცემა, საკვირველი ის არის, რომ უნდა მოიკრიბოს ძალა და ადგეს ამ ცოდვებისაგან."- საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მათ ცოდვებზე მაღლა დადგომისკენ მოუწოდა.
„ბრწყინვალე მაგალითი ამისი არის მარიამ ეგვიპტელი. მარიამ გევიპტელი ყრმობიდან, ახალგაზრდობიდან სულიერად დაეცა და დასჭირდა ბევრი შრომა, ბევრი ღვაწლი, უდაბნოში მოღვაწეობა წლების განმავლობაში, რომ განწმენდილიყო იმ ცოდვებისაგან.
შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა სულიერი ადგომისა, სულიერი განწმენდისა, სულიერი ამაღლებისა. ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და უფალი, რომელიც აძლევს მძიმე ჯვარს, იგივე უფალი აძლევს ძალას ადამიანს, რომ გაუმკლავდეს ცოდვებს.
ღმერთმა გიშველოთ, ღმერთმა ძალა მოგანიჭოთ, მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, ის მადლი, რომელიც კურნავს უძლურთა."- იქადაგა პატრიარქმა.