logo_geo
eng_logo
შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა
- +

10 ნოემბერი. 2017. 14:33



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ზ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.ი. და 1990 წელს დაბადებული ა.ბ., ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ვ.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ზ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ე.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ა.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 15 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის I და IV ნაწილებით).








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner