ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში დავით ნარმანიას შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დავით ნარმანიას შემაჯამებელ ანგარიშზე ვიყავი. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, შეიძლება ითქვას, რომ არ იყო ცუდი მერი. პრინციპში, მერზე ლაპარაკობს მისი გაკეთებული საქმეები. ჩემთვის ნარმანია ისტორიაში შევა რამდენიმე საქმით:
1. კარგად გაართვა თავი 2015 წლის სტიქიას;
2. გაარემონტა დანგრევის პირას მისული ყველა ხიდი მტკვარზე;
3. ორმხრივი მოძრაობა აღადგინა პუშკინზე;
4. კრწანისი-ტაბახმელის და სამება-მახათას გზები შემატა ქალაქს;
5. გაარემონტა ვორონცოვი;
6. თბილისის ზღვის შემოვლითი გზა გაარემონტა.
ნარმანია „ნაცების" დანატოვარზე მთებს ვერ გადადგამდა, თან ხელს უშლიდა ძველი გაცემული ნებართვები. რა თქმა უნდა, მეტი სიხისტე იყო საჭირო, მაგრამ გარდამავალ პერიოდში მაინც რთულია. ადვილი გარედან კრიტიკაა. სხვათა შორის, ამ კრიტიკასაც იტანდა და დღეს მადლობაც უთხრა კრიტიკისთვის მედიას.
მთავარი, რაც არ თქვა ნარმანიამ, მის ანგარიშზე მისულმა მომავალმა მერმა კახი კალაძემ თქვა - საქმეს მხოლოდ ხელისუფლება ვერ გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს, საზოგადოება უნდა ჩაერთოს, თუნდაც კონტროლით და კრიტიკით, ხელისუფლება „ისინი" არა საერთო საქმეა და ვართ „ჩვენ ყველა", მთელი საზოგადოებაო. ნარმანიას საზოგადოების გვერდში დგომა და ჩართულობა ნაკლებად ჰქონდა, ამის მიუხედავად, მაინც ყოჩაღ!" - წერს უძილაური.