logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ვიეტნამში არ შედგება
- +

10 ნოემბერი. 2017. 16:22



აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცალკე შეხვედრა ვიეტნამში არ შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.


„რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, არ შედგება, მხარეთა განრიგის სხვადასხვაობის გამო", - განაცხადა ტრამპის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრის შესათანხმებლად მოლაპარაკება გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით გარკვეული არაფერია.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner