აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცალკე შეხვედრა ვიეტნამში არ შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, არ შედგება, მხარეთა განრიგის სხვადასხვაობის გამო", - განაცხადა ტრამპის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრის შესათანხმებლად მოლაპარაკება გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით გარკვეული არაფერია.