logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ვფიქრობ, ჩემი ამოცანა შევასრულე
- +

10 ნოემბერი. 2017. 16:23



მწერალთა სახლში პოეტ მაია კახიძის რიგით მეოთხე წიგნის „მაიკუნოველები" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში წარმოდგენილია ნოველები, რომლებიც ყველა თაობის მკითხველს ცხოვრებაზე დააფიქრებს.


მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციას ავტორის მეგობრები და პოეტის შემოქმედების დამფასებლები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ განაცხადა, „მაიკუნოველები" ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინამორბედი სამი წიგნია და მაია კახიძის შემოქმედება მკითხველის გულს კვლავ დაიპყრობს.

 

„დიდი ხნის მანძილზე ვწერდი პატარ-პატარა ნოველებს. იაპონიაში არის მიმდინარეობა, რომელსაც ჰქვია „ჰაიკუ" და რადგან სახელი ხელს მიწყობდა, დავარქვი „მაიკუნოველები".

 

ეს წიგნი ქალისთვისაც და კაცისთვისაც არის ჭკუის სასწავლებელი, მკითხველი უნდა ჩაწვდეს და გაიგოს, რას გადმოვცემ. ვფიქრობ, ჩემი ამოცანა შევასრულე. რაც შეეხება მეხუთე წიგნს, ეს იქნება ლექსების კრებული და გამოვა მომავალ წელს",-  - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში მაია კახიძემ.

 

ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მარინა თექთუმანიძემ  „რეპორტიორთან" პრეზენტაციის შესახებ ისაუბრა.


„ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო საღამო შედგა, რაც ძალიან მიხარია, რადგან მე მაიკოს მეგობარი და ამ წიგნის რედაქტორი ვარ",- განაცხადა მარინა თექთუმანიძემ.

 

ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ მაია კახიძის ახალი წიგნი თავის ბავშვობას ახსენებს.


„იმიტომ მომწონს ეს წიგნი, რომ ამ წიგნში მე ჩემს ბავშვობას ვხედავ, ეს არის წიგნი, რომელიც მაშინ უნდა წაიკითხო თუ გინდა ცოტა ხნით დაისვენო და განიტვირთო. წიგნის მოვალეობა ის არის, რომ დაფიქრდე და დასკვნა გამოიტანო", - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.

 

პრეზენტაციაზე იმყოფებოდა ასევე, ჟურნალისტი და მაია კახიძის წიგნის სპონსორი დიანა გიგიაძე, რომელმაც მაია კახიძის შემოქმედებაზე „რეპორტიორთან" ისაუბრა.


„მაია ჩემი უახლოესი მეგობარია და მისი ყოველი წარმატება ჩვენი მეგობრობის საწინდარია. მე ყოველთვის მის გვერდით ვარ, მისი ყველა ნამუშევარი მაქვს წაკითხული", - განაცხადა დიანა გიგიაძემ.

 

კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში მაია კახიძის შემოქმედება შეაფასა.


„ის თავისი ლექსებით და პროზით ხშირად აქცენტებს აკეთებს ისეთ თემებზე, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება. მისი ლექსები თითქოს სარკეში გვახედებს და რაღაცების აღმოჩენის და გახსენების საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner