თსუ-ს მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი აღდგენილია.
სტუდენტურმა მოძრაობამ „აუდიტორია 115" გუშინ საღამოს აქცია შეწყვიტა. აღნიშნულის შესაბამისად, თსუ-ს მე-6 კორპუსში აჭედილი კარები გახსნეს.
სტუდენტური მოძრაობის ლიდერის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მათ პრემიერ-მინისტრის სიტყვის სიმტკიცის სჯერათ და იმედი აქვთ, რომ მომავალ კვირას მასთან გაიმართება შეხვედრა, სადაც „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში გასატარებელ ცვლილებებს განიხილავენ.
„აუდიტორია 115"-ის წევრებს პროტესტის შეწყვეტა გუშინ თავად პრემიერ-მინისტრმა სთხოვა.