ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში 10 000 სამხედრო და 3500 პოლიციელია მობილიზებული.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს საღამოს მოხდა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სანაპირო ტერიტორიები ყველაზე ახლოს იყო ეპიცენტრთან, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.