logo_geo
eng_logo
ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა
- +

18 აპრილი. 2016. 10:38


ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში 10 000 სამხედრო და 3500 პოლიციელია მობილიზებული.


7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს საღამოს მოხდა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სანაპირო ტერიტორიები ყველაზე ახლოს იყო ეპიცენტრთან, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner