logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შს მინისტრთან კითხვები ოპოზიციის მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს
- +

11 ნოემბერი. 2017. 00:02



„გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.


„რეაგირება მინისტრ მღებრიშვილის პასუხებზე იქნება დამოკიდებული. შს მინისტრთან კითხვები დაისმება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პასუხებს მივიღებთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


შს მინისტრის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სამინისტროსთან შედგა შეთანხმება მინისტრის პარლამენტში მოსვლის შესახებ. გიორგი მღებრიშვილს კომიტეტი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს მოუსმენს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner