საფრანგეთის სამხრეთით, ბლანიაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. შემთხვევა სკოლის მახლობლად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა. ფრანგული BFM TV-ის ინფორმაციით, დაშავებულები, სავარაუდოდ, ჩინელი სტუდენტები არიან.
თავდაპირველი ვერსიით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობი იყო, თუმცა Europe 1-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა.